ახალი ამბები • 1753688546
პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე ორ ქვეითს დაეჯახა - კაცი დააკავეს

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე ქვეითად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა გროძისკში, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
"რენოს" მარკის ავტომობილის მძღოლმა გზა არ დაუთმო და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან 73 და 74 წლის ორ ქალს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებები მძიმე არ იყო. ავტომობილს გროძისკის რაიონში მცხოვრები საქართველოს 32 წლის მოქალაქე მართავდა", - თქვა უფროსმა სერჟანტმა, ალექსანდრა ჰოფმანიმ,
პოლიციის ცნობით, მანქანას არ ჰქონდა მოქმედი ინსპექტირების და მესამე პირზე პასუხისმგებლობის დაზღვევა. გამოძიებით ოფიცრებმა დაადგინეს ისიც, რომ დამნაშავე, სავარაუდოდ, არალეგალურად იმყოფებოდა პოლონეთში.
კაცი დააკავეს და უახლოეს სასაზღვრო განყოფილებაში გადაიყვანეს.
აქვე დაგაინტერესებთ: პოლონეთში, ქართველმა მანქანიდან 7 000$ მოიპარა - თანხა დაკავებისას პოლიციელს ქრთამის სახით შესთავაზა

1753255638

1745312322