ახალი ამბები • 1695969245
პოლონეთში, ქურდობისთვის, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
უცხოეთი
1690439954

პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი სხვისი პირადი ნივთების ქურდობაში არიან ბრალდებულნი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დამნაშავეებმა ერთ-ერთ ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანიდან სპორტული ჩანთა მოიპარეს, რომელშიც პირადი ნივთები, მობილური ტელეფონები და ყურსასმენები იყო. ზარალის ღირებულება დაახლოებით 22 000 ზლოტი იყო.
პოლიციამ მოპარული ნივთები ამოიღო და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. მათ ბრალს მალე წაუყენებენ. დამნაშავეებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბათუმში, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
1695644233
მეტის ნახვა