პოლონეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც მოქალაქე დანით დაჭრა

დაკავება

პოლონეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც მოქალაქე დანით დაჭრა. შემთხვევა გდანსკში, ერთ-ერთ შენობასთან მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ დაშავებულს 5 ჭრილობა მიაყენა.

კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"პოლიციის 5 თანამშრომელმა მიიღო შეტყობინება, რომ ორ მამაკაცს შორის შეტაკება მოხდა. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს 24 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სხეულში ალკოჰოლის შემცველობა დადგენილ ზღვარზე მეტი ჰქონდა. მას უპოვეს დანაც. მეორე კაცი, რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იყო, საავადმყოფოში დარჩა დაკვირვებისთვის", - თქვა მაგდალენა ცისკამ, გდანსკის მუნიციპალური პოლიციის შტაბიდან.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტის ნახვა