ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი - შემთხვევა ესპანეთში მოხდა

მატარებლები

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამგზავრო მატარებლის მძღოლი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, დაშავებულია 85 ადამიანი, მათგან 8-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, დანარჩენს კი დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ინციდენტი სანტ ბოი დე ლობრეგატის სადგურზე, ბარსელონიდან დაახლოებით 14 კმ-ში მოხდა, სადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და სამგზავრო მატარებელს შეეჯახა.

მეტის ნახვა