ომის მეექვსე დღე უკრაინაში - რუსულმა ჯარმა სკოლები და ბაღები დაბომბა

ომის 6-ე დღე მეგობარ ქვეყანაში. ოკუპანტები, უკრაინის ქალაქებს, მოლაპარაკებების პარალალურად ბომბავდნენ. ბოლო ინფორმაციის თანახმად, რუსულმა ძალებმა არტილერიის გამოყენება კიევის ჩრდილოეთით, ხარკოვისა და ჩერნიგოვის სამხრეთით გააძლიერეს. დაბომბილია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, ბაღები და სამშობიარო დაწესებულებები. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დაზვერვის განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ოკუპანტს უკრაინის ცაზე კონტროლის დამყარების მცდელობა ჩაეშალა. კრემლი კი, 64 კილომეტრიანი საბრძოლო ტექნიკის მობილიზებას ახორციელებს და ახალი შეტევისთვის ემზადება.

მეტის ნახვა