ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი, მათ შორის 5 არასრულწლოვანია - რა მოხდა აშშ-ში?

პოლიციის ხაზი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში, საცხოვრებელ სახლში 8 ადამიანის, მათ შორის 5 არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

მედიაზე პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სროლის ხმა არავის გაუგია. ცხედრები მას შემდეგ იპოვეს, რაც, ანონიმური ზარი შევიდა საპატრულო პოლიციაში, რომ ოჯახის კეთილდღეობის მიზნით სახლი დაეთვალიერებინათ. მათ, კარი არავინ გაუღო, სახლის დათვალიერების შედეგად კი, 8 ცხედარი აღმოაჩინეს.

სამართალდამცავების ცნობით, ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია, რადგან, მეზობლები არ აკონკრეტებენ ოჯახის წევრებს შორის უთანხმოებას.

მეტის ნახვა