ახალი ამბები • 1769693544
მოკლულია 22 100 რუსი სამხედრო - განახლებული ინფორმაცია მტრის დანაკარგზე უკრაინაში
უცხოეთი
1650961642
რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით 22 100 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 21 100-მდე სამხედრო, 918 ტანკი, 2308 ჯავშანმანქანა, 416 საარტილერიო სისტემა, 149 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 69 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 184 თვითმფრინავი, 154 შვეულმფრენი, 1643 საავტომობილო ტექნიკა, 8 ერთეული გემი/ კატერი, 76 ცალი საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 205 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 31 სპეცტექნიკა, 4 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი OTRK / TRK.
მეტის ნახვა






















