მექსიკაში, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

მიწისძვრა მეხიკოში

მექსიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლა პლასიტა დე მორელოსთან, 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. წინასწარი მონაცემებით, მეხიკოში სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია.

პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ტვიტერზე დაწერა, რომ საზღვაო ძალების მდივნის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა საპორტო ქალაქ მანზანილოში, კოლიმაში, როდესაც სავაჭრო ცენტრის კედელი ჩამოინგრა.

მეტის ნახვა