"მანქანის მინებს ამტვრევდა და ნივთებს იპარავდა" - საბერძნეთში, 25 წლის ქართველი დააკავეს

პოლიცია საბერძნეთი

საბერძნეთში 25 წლის ქართველი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარედ გაჩერებული მანქანების ფანჯრის მინას ამტვრევდა და ნივთებს იპარავდა.

არსებული ცნობებით, რამდენიმე დღის წინ, 25 წლის ახალგაზრდამ ავტომობილის მინა ჩაამტვრია და ნივთები ამოიღო. ფაქტი შენიშნა სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა, რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინა. მედიის ინფორმაციით, მანამდე მეტროსადგურის ტერიტორიაზე მსგავსი მეთოდით ჩადენილი ქურდობის კიდევ 6 ფაქტი დაფიქსირდა.

სტატიის თანახმად, პოლიციელებმა მომხდარზე 25 წლის კაცი დააკავეს. მანქანის მფლობელმა კი მისი ამოცნობა შეძლო. დაკავებულს მოპარული ნივთები თან ჰქონდა. ავტომობილის მინების გატეხვისა და ნივთების მოპარვის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დაკავებული ათენის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.

მეტის ნახვა