მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოყირავდა - პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ავარია

პოლონეთში, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. შემთხვევა გვიან ღამით, მლავაში მოხდა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, მძღოლმა კონტროლი დაკარგა, ბორდიურს შეეჯახა და ამოყირავდა. გამოცემის ცნობით, მძღოლი და მგზავრი არ დაშავებულან.

გამოძიებით დადგინდა, რომ 39 წლის ქართველს სხეულში 1,3 პრომილზე მეტი ალკოჰოლი ჰქონდა. ის ადრე ნასამართლევი იყო სხვა ქალაქში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის. მას სასამართლოში მართვის ორი აკრძალვა აქვს.

საქართველოს მოქალაქეს ბრალი წაუყენეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვისა და სასამართლოს აკრძალვის შეუსრულებლობაში. მას 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და უვადო მართვის აკრძალვა ემუქრება.

მეტის ნახვა