იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

საფლავი

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა და განმარტა, რომ აქ ასობით ადამიანის ცხედარია.

"ვიპოვეთ დიდი მასობრივი საფლავი, სადაც 500 ადამიანი იყო. დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ ჟურნალისტები გზაში არიან, მათ აღმოაჩინეს კიდევ ორი მასობრივი საფლავი, დიდი საფლავი ასობით ადამიანით. ჩვენ ვსაუბრობთ პატარა ქალაქ იზიუმზე. პატარა ქალაქში კიდევ ორი მასობრივი საფლავია" - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დეოკუპაციის შემდეგ, იზიუმში მასობრივი საფლავი 16 სექტემბერს აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. მათი უმეტესობა ნაწამებია. კერძოდ, ყელზე შემოხვეული აქვთ თოკები და ხოლო ხელები შეკრული აქვთ.

მეტის ნახვა