ჰიმალაის მთებში, 38 წლის წინ გაუჩინარებული ინდოელი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს - BBC

ჰიმალაი

ჰიმალაის მთებში, 38 წლის წინ გაუჩინარებული ინდოელი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს,- ამის შესახებ BBC წერს. მათივე ცნობით, იგეგმება ჯარისკაცის სამხედრო პატივით დაკრძალვა.

ჩანდრაშეხარ ჰარბოლა და 19 კოლეგა 1984 წელს ინდოეთ-პაკისტანის საზღვრის გასწვრივ სიახენის მყინვარში პატრულირების დროს ზვავში მოხვდნენ. თხუთმეტი ცხედარი რამდენიმე დღეში იპოვეს, ხუთი კი დაკარგულად ითვლებოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ათწლეულების შემდეგ ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს.

მეტის ნახვა