ახალი ამბები • 1656752721
გაერომ თურქეთის საერთაშორისო სახელწოდება შეცვალა
უცხოეთი
1654157520

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააკმაყოფილა თურქეთის მოთხოვნა უცხო ენებზე ქვეყნის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Anadolu წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ახლა თურქეთის საერთაშორისო სახელწოდება Turkey-ს ნაცვლად Türkiye იქნება. შესაბამისი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გაეროს ყველა საერთაშორისო ფორუმსა და ოფიციალურ დოკუმენტში Türkiye იქნება გამოყენებული.
ქვეყნის სახელწოდების შეცვლის მოთხოვნით, გაეროს გენერალურ მდივანს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა. მევლუთ ჩავუშოღლუს განმარტებით, ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის ბრენდის პრესტიჟის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.

მეწყერი ჩამოწვა და კლდიდან ჩამოვარდნილი ლ...
1656656368

ბათუმში, რესტორანი გაქურდეს - ბოროტმოქმედ...
1655192613

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა