Facebook-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს ოპერაციულმა დირექტორმა სამსახური დატოვა

შერილ სენდბერგი

Facebook-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს ოპერაციულმა დირექტორმა, კომპანიაში 14-წლიანი მუშაობის შემდეგ, სამსახური დატოვა, - ამის შესახებ BBC წერს.

შერილ სენდბერგის წასვლას წინ სარეკლამო გაყიდვების შემცირება და ისეთ კომპანიებთან მწვავე კონკურენცია უძღოდა, როგორიცაა, მაგალითად, TikTok-ი.

სენდბერგი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალ ქალად არის მიჩნეული.

"როდესაც 2008 წელს მივიღე ეს სამუშაო, ვიმედოვნებდი, რომ ამ როლში ხუთი წელი დავრჩებოდი", - წერს სენდბერგი, რომელიც ცნობილია, როგორც კომპანიის მეორე ყველაზე ძლიერი მეთაური და დასძენს: "14 წლის შემდეგ, დროა, ჩემი ცხოვრების შემდეგი თავი დავწერო".

როგორც თავად ამბობს, მომავალში საქველმოქმედო საქმიანობას აპირებს.

სენდბერგი, რომლის ქმარი მოულოდნელად გარდაიცვალა 2015 წელს, ამ ზაფხულს ხელახლა ქორწინდება. მან თქვა, რომ აპირებდა კომპანიის დატოვებას შემოდგომაზე, მაგრამ დარჩებოდა საბჭოში. მისი განცხადების შემდეგ. Meta-ს აქციები 4%-ით დაეცა.

გასულ წელს კომპანიამ გამოაცხადა $117 მილიარდზე მეტი შემოსავალი და განაცხადა, რომ მსოფლიოში 2,8 მილიარდზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად იყენებს მის ერთ-ერთ აპლიკაციას.

არსებული ინფორმაციით, სენდბერგის წასვლის შემდეგ მის თანამდებობას ხავიერ ოლივანი დაიკავებს, რომელიც ამჟამად, Meta-ს ზრდის მთავარი ოფიცერია.

მეტის ნახვა