ეგვიპტის ერთ-ერთ ეკლესიაში ხანძრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა - უმეტესობა ბავშვია

ეგვიპტე

ეგვიპტის ქალაქ გიზაში ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულია კიდევ 45 ადამიანი.

ელექტრომოწყობილობის გაუმართაობით გამოწვეული ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც აბუ სიფინის ეკლესიაში 5 000-მდე მლოცველი იყო შეკრებილი. ხანძარს ეკლესიაში ჭყლეტა მოჰყვა.

მეტის ნახვა