დედოფალი, ელისაბედ II უინძორის ციხესიმაგრეში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს

ელისაბედის დაკრძალვა

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II უინძორის ციხესიმაგრეში, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალეს.

სამეფო ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ ელისაბედ II მისი გარდაცვლილი მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალეს.

ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.

მეტის ნახვა