დედამ ახალშობილი სანაგვეში გადააგდო - ბავშვი რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს

ჩვილი სანაგვეში

კამერებმა დააფიქსირა მომენტი, როდესაც დედამ ნიუ-მექსიკოში, ჩვილი სანაგვეში გადააგდო. ამის შესახებ Fox News წერს. გავრცელებულ ვიდეოში, ასევე, ჩანს, რომ ბავშვი რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ, ვინც ახალშობილი სანაგვეში აღმოაჩინეს, პოლიციაში დარეკეს. ისინი ამბობენ, რომ ნაგვის ჩხრეკისას ბავშვის ტირილის ხმა შემოესმათ, ამოიღეს შავი ნაგვის პარკი, რომელშიც ნამდვილად ბავშვი აღმოჩნდა.

ჩვილი კლინიკაშია მოთავსებული.

მომხდარზე 18 წლის დედა დააკავეს, რომელსაც ბრალი მკვლელობისა და ბავშვზე ძალადობის მუხლებით წარუდგინეს. ქალმა განაცხადა, რომ მხოლოდ ხუთშაბათს შეიტყო საკუთარი ორსულობის შესახებ, როდესაც მუცლის ტკივილის ჩივილით ექიმთან მივიდა. მისი თქმით, პარასკევს ტკივილი გაუძლიერდა და ნაადრევად იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილი ნაგვის პარკში გაახვია და სანაგვეში გადააგდო.

ქალის მშობლები კი ირწმუნებიან, რომ შვილის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

მეტის ნახვა