დაიღუპა 71 ადამიანი - სირიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

სირია

სირიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 71 ადამიანი, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნავი ლიბანის ქალაქ მიეიდან ევროპის მიმართულებით მიცურავდა. გადარჩენილები ქალაქ ტარტუსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავში 120-დან 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად ლიბანელები, სირიელები და პალესტინელები, მათ შორის ქალები და ბავშვები.

ნავის ჩაძირვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.

მეტის ნახვა