ახალი ამბები • 1763483982
"ბრალად 36 ძარცვაში მონაწილეობა ედებათ" - საფრანგეთში, ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
უცხოეთი
1701241186
საფრანგეთში, ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. მათ ბრალად 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე, 36 ძარცვაში მონაწილეობა ედებათ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
Le figaro-ს ცნობით, 5 ქართველი ქვეყნის ჟანდარმერიამ, ჟირონდაში დააკავა. ადგილობრივი პოლიცია კი კრიმინალური დაჯგუფების კვალზე ერთ-ერთი წევრის მანქანით გავიდა.
სამართლდამცავების თქმით, ხუთკაციან ჯგუფს ერთ ღამეში რამდენიმე ქურდობის ჩადენა შეეძლო. ამოღებულია მოპარული ძვირფასი სამკაულები, კომპიუტერები, ტელეფონები და ტექნიკა.
ამ დროისთვის, ხუთი ბრალდებული ქართველი საფრანგეთში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო პროცესი 21 დეკემბერს გაიმართება.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















