არგენტინა ისტორიული სიცხის ტალღის წინაშე დგას - ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს

არგენტინა

არგენტინა ისტორიული სიცხის ტალღის წინაშე დგას. ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს, რაც ქვეყანას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაზე ცხელ ადგილად აქცევს პლანეტაზე, ძაბავს ელექტრო ქსელებს და აიძულებს მოსახლეობას ჩრდილში თავშესაფარი ეძებონ.

ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში დაახლოებით 45°C (113°F) ტემპერატურის მატებასთან ერთად, ასიათასობით ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, როდესაც ელექტროგადამცემი ქსელები ჩაიშალა დასახლებულ დედაქალაქ ბუენოს-აირესსა და მის გარშემო.

"მე სახლში მოვედი და ელექტროენერგიის გარეშე ვიყავით, სახლი კი ღუმელი იყო”, - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც შვილებს აცილებდა, რომ სადმე გაეცივებინათ. "მე ისინი წავიყვანე მათი ბებიის სახლში, რათა იბანაონ აუზში."

ადგილობრივმა ლიდერებმა გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ დღის ყველაზე ცხელ დროს მზეზე თავი შეიკავონ, ჩაიცვან მსუბუქი ტანსაცმელი და დატენიანებულიყვნენ.

”ამ დღეებში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”, - თქვა ბუენოს-აირესის ქალაქის მერმა ჰორაციო როდრიგეს ლარეტამ.

ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების ცნობით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგიის გარეშე 800 000-მდე აბონენტი დარჩა. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ძლიერი სიცხე მთელი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი.

მეტის ნახვა