65 წლის ასაკში, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი გარდაიცვალა

დავიდ სასოლი

65 წლის ასაკში, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი მის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.

დავიდ სასოლი იტალიის ქალაქ ავიანოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც იგი გასული წლის ბოლოს, იმუნური სისტემის მძიმე დისფუნქციის გამო გადაიყვანეს.

სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. მას უფლებამოსილება მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა.

მეტის ნახვა