2 წლის ტყუპი ძმები დედის თვალწინ გააუპატიურეს, ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ მიღებული დაზიანებების და სისხლდენის გამო - ლუდმილა დენისოვა

რუსი სამხედრო

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთი ომის დროს გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობას სხვადასხვა ფორმით იყენებს, როგორც ტაქტიკას.

დენისოვა ამბობს, რომ ამ ტაქტიკას იყენებენ სისტემატურად, ყველგან და წარმოუდგენელი სისასტიკით. როგორც დენისოვამ აღნიშნა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიური დახმარების ცხელ ხაზზე ხერსონის ოლქიდან ათობით ზარი შემოვიდა, სადაც მოქალაქეები სხვადასხვა ტიპის ძალადობაზე საუბრობენ.

"რაშისტებმა 2 გოგო - 12 და 15 წლის, გააუპატიურეს. 6 თვის ბავშვი, რუსებმა ჩაის კოვზით გააუპატიურეს. ტყუპი ძმები - 2 წლის, დედასთან ერთად იმყოფებოდნენ სახლში, სადაც 5 რაშისტი შეიჭრა, ერთი დედას აკავებდა, დანარჩენები მცირეწლოვნებს აუპატიურებდნენ. ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ მიღებული დაზიანებების და სისხლდენის გამო. 3 წლის ბიჭი დედის თვალწინ ორმა რაშისტმა გააუპატიურა, ის მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. 

სექსუალური ძალადობა ჟენევის კონვენციის 27 მუხლის დარღვევაა. გაუპატიურება, როგორც სამხედრო დანაშაული არის მძიმე დანაშაული და გენოციდის ერთ-ერთი შემადგენელი. მოვუწოდებ გაეროს მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება, რათა ყველა დამნაშავე პირი იყოს დასჯილი", - განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

მეტის ნახვა