18 წლიანი ძებნის შემდეგ, გერმანიაში, მკვლელობაში ბრალდებული ქართველი დააკავეს

პოლიცია გერმანია

18 წლიანი ძებნის შემდეგ, გერმანიაში, მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულმა, 2005 წელს, ქალაქ გრეცში, 29 წლის მამაკაცი დანით მოკლა. ეჭმიტანილის ვინაობა ანაბეჭდებით დადგინდა. საერთაშორისო ძებნაში  მყოფი 52 წლის კაცი, დორტმუნდის აეროპორტში, ქუთაისიდან ჩაფრენისას დააკავეს. მკვლელობის ფაქტი, ერთ-ერთი თავშესაფრის ტერიტორიაზე მოხდა.

სისხლიან გარჩევას, წინ, 2000 ევროსთვის დაწყებული დავა უძღოდა. ბრალდებული პატიმრობაშია და უახლოეს მომავალში გერმანულ სასამართლოს წარედგინება.

მეტის ნახვა