ვის სურს აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობა? - კანდიდატთა სია ცნობილია

აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის მსურველთა სია ცნობლია. განცხადების მიღება უკვე დასრულდა. მაუწყებლის ხელმძღვანელობის სურვილი 8 ადამიანმა გამოთქვა. კანდიდატების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გამოქვეყნდება, როცა კანდიდატებად დარეგისტრირდებიან.

მრჩეველთა საბჭო დირექტორს გასაუბრების შემდეგ შეარჩევს და მას ბორდის წევრთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა დასჭირდება.

მსურველები არიან: ლაშა მიქაძე, ნათია თავდგირიძე, გიორგი კოხრეიძე, ვლადიმერ ტატიშვილი, ირაკლი გიორგაძე, ირინა ფუტკარაძე, დავით ჩხარტიშვილი, აკაკი ბერიძე. დღეისთვის, ტელევიზიას ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კოხრეიძე ხელმძღვანელობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს სამი წლის ვადით ირჩევენ.

ცნობისთვის მაუწყებლის წინა დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით, ვადის ამოწურვამდე, რამდენიმე თვით ადრე გაათავისუფლეს. „კაპანაძის საქმის“ განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 მაისს დაიწყო. დავა ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

მეტის ნახვა