უწყვეტი საცობები ბათუმში - რას ამბობს ქალაქის მერი?

გადატვირთული საავტომობილო მოძრაობა და უწყვეტი საცობები ბათუმში. უკვე რამდენიმე კვირაა, ქალაქში, მსგავსი სურათი უცვლელია. მძღოლებს გადაადგილებისთვის საცობში დგომა საათობით უწევთ. უკმაყოფილოები არიან მოქალაქეები და ტურისტებიც.

ბათუმის მერის განცხადებით, მოძრაობის გადატვირთვა პირდაპირ უკავშირდება ტურისტების რაოდენობის ზრდას. არჩილ ჩიქოვანის თქმით, პარკირების სივრცეების მოსაწყობად და გზებზე ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების დასამატებლად შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მეტის ნახვა