TV25-ის რეპორტაჟის შემდეგ, ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, ღია სანიაღვრე არხის გაწმინდეს

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, „ბათუმის წყალმა“ ღია სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მდინარეებიდან შლამის ამოღება სპეცტექნიკის მეშვეობით მოხდა.

მათივე ინფორმაციით, გაღრმავდა და გაფართოვდა არხი, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დატბორვისა და სანიაღვრე წყლების გამტარიანობის პრობლემას მოუხსნის.

მეტის ნახვა