ტური "TV25"-ში

ტური „TV25“-ში. ჩვენს მაუწყებელს სკოლა „ევრო 2000“-ის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ახალგაზრდებმა ტელევიზია დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

გაეცნენ ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკას და სამუშაო პროცესს დააკვირდნენ. მათ მიერ დასმულ კითხვებს, პროდიუსერი, ხატია გოგრაჭაძე პასუხობდა.

ტურს ორგანიზება ბათუმის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზატორმა გაუწია. მაუწყებლის დათვალიერების მსურველებს, წერილების გამოგზავნა, ჩვენს სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ.

მეტის ნახვა