ახალი ამბები • 1769693544
წლების განმავლობაში მოუგვარებელი საკანალიზაციო სისტემა და უკმაყოფილო მოსახლეობა ხელვაჩაურში
წლების განმავლობაში მოუგვარებელი საკანალიზაციო სისტემა და უკმაყოფილო მოსახლეობა. ხელვაჩაურში სხვადასხვა სოფელში მცხოვრებლები , პრობლემის გადაჭრას უშედეგოდ ითხოვენ. საკუთარი ძალებით მოწყობილი შამბოები მუდმივ პრობლემას წარმოადგენს, საუბრობენ გაუსაძლისი სუნით გამოწვეულ დისკომფორტზეც. როდის მოაგვარებს თვითმმართველობა პრობლემას და იგეგმება თუ არა, ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობა?
ასე აფასებს, ხელვაჩაურში მცხოვრები მოქალაქე, ხელისუფლების შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალსოფელში საკანალიზაციო მილების მოწყობას დიდი ხანია ითხოვენ, მუნიციპალიტეტის მერიაში დაწერილი გაცხადებები, მხოლოდ, არქივში რჩება.
საკანალიზაციო მილების არარსებობის პრობლემა აქვთ, სოფელ თხილნარშიც. აქ ამბობენ, რომ ყველა ოჯახს ინდივიდუალური შამბოები აქვს მოწობილი. ხელისუფლებას დახმარებას დიდი ხანია სთხოვენ, შესაბამის დაპირებებს, წინასაარჩევნოდაც იღებენ, თუმცა, გამარჯვებილი კანდიდატის საქმედ ქცეულ სიტყვას ვეღარ ხედავენ.
სოფელ ჭარნალში მცოვრებლებიც, იგივე პრობლემაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ასეთ პირობებში ცხოვრება უჭირთ. ადგილობრივების თქმით, არსებული მდგომარეობა გარემოს დაბინძურებასთან ერთად, მოსახლეობის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად ადგილობრივებმა თანხაც შეაგროვეს, თუმცა, პრობლემა მაინც აღმოუფხვრელია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის არარსებობის პრობლემა დიდი ხანია დგას. როდის მოაგვარებს პასუხისმგებელი უწყება არსებულ საკითხს? მერიაში წერილობით განმარტეს, რომ ცენტრალური საკანალიზაო სისტემის მოწყობა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა, ირწმუნებიან, რომ ამ მიმართულებით მუშაობა იგეგმება.






















