სტუდენტებმა "სტუდენტების მანიფესტი ევროპული მომავლისთვის" წარადგინეს - განცხადება სრულად

სტუდენტების მანიფესტი

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სტუდენტებმა საზოგადოებას „სტუდენტების მანიფესტი ევროპული მომავლისთვის“ წარუდგინეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სტუდენტებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

„საქართველოს სტუდენტებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ახლა, როდესაც ჩვენი სამშობლო ასე ახლოს არის მიზანთან, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, ყველაფერი გააკეთოს, რათა არ მოხდეს ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება.

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპას;

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს;

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას;

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ სიტყვის თავისუფლებას;

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ განათლებას;

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ დამოუკიდებელ სასამართლოს;

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ სამართლიან არჩევნებს;

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ თანასწორობას;

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ წარმატებულ ეკონომიკას;

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ღირსეულ სამუშაო გარემოს;

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ანტირუსეთულ პოლიტიკას;

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ თავისუფალ, მშვიდობიან, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას!“,- ნათქვამია მანიფესტში.

მანიფესტზე ხელის მოსაწერად გადადით მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3OCaXoa

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

მეტის ნახვა