ახალი ამბები • 1731073761
სოციალურად დაუცველები მასშტაბურ აქციას 10 ოქტომბერს აანონსებენ
სოციალურად დაუცველები მასშტაბურ აქციას 10 ოქტომბერს აანონსებენ. უსახლკაროებმა ბათუმის მერიასთან აქცია დროებით შეწყვიტეს. ამის მიზეზად „ფუხარას“ ხელმძღვანელი მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ასახელებს. ამბობს, რომ პროვოკატორებმა ჭორები გაავრცელეს და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები შეცდომაში შეიყვანეს, თითქოსდა 2 დღის განმავლობაში ხელისუფლება მათ მოთხოვნებს პასუხს გასცემდა. მერაბ ბლადაძე აცხადებს, რომ სწორედ ამის გამო დაიშალა ხალხი. სოციალურად დაუცველები მასშტაბურ აქციას 10 ოქტომბერს გალიფ ოზთურქის მიერ უკანონოდ აშენებულ კორპუსებთან აანონსებენ. შეგახსენებთ, გუშინ მერიის წინ ათასობით უკიდურესად გაჭირვებულმა უსახლკარომ უწყვეტი აქცია დაიწყო. ისინი მერის, არჩილ ჩიქოვანის გადადგომას და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.
1730961457
1726854943
1726726009