"სოფლის ექიმის 6 დღე" - ბსუ-მ ფოტოგამოფენას უმასპინძლა

„სოფლის ექიმის 6 დღე“ - ამ სახელწოდების სოციალური პროექტის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ფოტოგამოფენას უმასპინძლა. მაღალმთიან აჭარაში, ექსპედიცია, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ მოაწყო.

მონაწილეები, ხულოს სოფლებში: სხალთაში, ღორჯომსა და დაბა ხულოში, ექიმების ყოველდღიურობასა და სამუშაო პროცესს დააკვირდნენ და ფოტოებზე აღბეჭდეს. პროექტის მიზანი, მომავალი მედიკოსებისთვის, სოფლის ექიმების სამუშაო პირობებისა და შრომის გაცნობა იყო.

პარალელურად, საგანმანათლებლო სივრცეში, კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაც მოეწყო, სახელწოდებით - „ევრომელანომა“.  ბსუ-ში, მიმდინარეობს მოსახლეობის უფასი სქრინინგიც, რომელიც 3 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მეტის ნახვა