"შილაქი" კიბოს რისკს იწვევს - ამერიკელი მეცნიერების საგანგაშო კვლევა

„შილაქი“ - დეენემის დაზიანებისა და კიბოს განვითარების საფრთხე. აღმოჩნდა, რომ გელ-ლაქის ულტრაიისფერი საშრობი, რომელიც პროცედურისას გამოიყენება, მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ამერიკელი მეცნიერების კვლევა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ავტორებმა, ადამიანისა და მღრღნელების უჯრედები მანიკურის საშრობში მოათავსეს. დაადგინეს, რომ 20-წუთიანი ექსპოზიციის შემდეგ, უჯრედების 20-დან 30%-მდე მოკვდა. მეცნიერები ახლა ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებისთვის ემზადებიან. რამდენად დიდ მსხვერპლს მოითხოვს სილამაზე?

ჩვენი რესპონდენტი, ფრჩხილის ლაქს უკვე დიდი ხანია აღარ ისვამს. ჯერ ისევ მკურნალობს და აკრძალული აქვს. პრობლემები, შილაკის ხშირი გამოყენების შედეგად შეექმნა. დიაგნოზი ასეთი ჰქონდა - ბაზისური საფარველის შედეგად მიღებული მეორე ხარისხის დამწვრობა.

ჩვენი მომდევნო რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ მასაც ანალოგიური პრობლემები შეექმნებოდა, შილაკის გაკეთებაზე უარი დროულად რომ არ ეთქვა. იხსენებს, როგორ კარგავდა ჯანსაღი ფრჩხილი ნელ-ნელა სიმკვრივეს, იწყებდა განშრევებას და ხდებოდა მტვრევადი.

ჩვეულებრივი მანიკურისგან განასხვავებით, შილაკის მდგრადობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: იმისთვის, რომ ლაქი კარგად ჩაეჭიდოს ფრჩხილს, მის ზედაპირს ისე ამუშვებენ, რომ გლუვი სტრუქტურა მიიღონ, აშორებენ ცხიმოვან ფენას. მომდევნო ეტაპია საბაზისო საფარველი წასმა, შემდეგ სასურველი ლაქი ორ ფენად გადატარება და ისევ დამცავი. თითოეულ ფენას ულტრაიისფერი ან ლედ განათებით აშრობენ. გარკვეულ პროცედურებს უკავშირდება მისი მოშორებაც. მოძველებული ლაქის ასაფხეკად, ფრჩიხლს სპეციალური ხსნარით ფოლგაში არბილებენ და ქიმიურ რეაქციაში შესვლას ელოდებიან, შემდეგ კი მასის აფხეკას იწყებენ, რაც ფრჩხილისთვის ტრავმულია. იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელი პროცედურას სამ კვირაში ერთხელ მაინც მიმართავს, ეს, ცხადია ფრჩხილის განლევას უწყობს ხელს. აღმოჩნდა, რომ ამგვარად დაზანებული ფრჩხილების სამკურნალოდ დერმატოლოგებს უკვე ძალიან ბევრი პაციენტი მიმართავს.

რამდენიმე დღის წინ, ამერიკელი მეცნიერები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ულტრაიისფერი ნათების მქონე საშრობი აპარატის გამოყენება, უჯრედების კვდომის ფონზე, კიბოს განვითარების რისკს ზრდის. მკვლევრებმა, ცდები სამი ტიპის უჯრედზე ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ 20 წუთის განმავლობაში, დასხივება უჯრედების 30%-მდე კვდომას იწვევს, მიყოლებით გაკეთებული სამი პროცედურისას კი, რისკი 70%-მდე იზრდება. ულტრაიისფერი დასხივება, ასევე, აზიანებს დნმ-ს, რომლის აღდგენაც აღარ ხდება. მუტაციები კი სიმსივნური უჯრედების ანალოგიურია.

კანის კიბოს რისკის ზრდის შესახებ, დასკვნები საბოლოო არ არის. ეპიდემიოლოგოიური კვლევა გრძელდება, თუმცა, ფაქტია, რომ ხშირ ულტარიისფერ დასხივებას გართულებები ნამდვილად ახლავს.

მეტის ნახვა