ახალი ამბები • 1702066781
სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა | Reuters
საზოგადოება
1700462610

თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა. ინფორმაცია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა და თქვა, რომ "ხელისუფლებამ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო".
Reuters-ს ცნობით, რეგიონში ძლიერი შტორმის დაწყებამ, საჰაერო და საზღვაო სამაშველო ჯგუფებს გემის ძებნაში ხელი შეუშალა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამძებრო-სამუშაოები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.
გემის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 19 ნოემბერს, შავ ზღვაში შტორმის დაწყებასთან ერთად გახდა ცნობილი. თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი Kafkametler-ის კაპიტანმა ბოლოს 19 ნოემბერს დაამყარა კონტაქტი შესაბამის სამსახურებთან. მას შემდეგ, გემთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
1701807096

როგორი ამინდი იქნება 8 ნოემბრამდე | პროგნოზი
1699261403
მეტის ნახვა