"საქართველოს ევროპული ფორუმი" - ბათუმში საჯარო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს ევროპული ფორუმი“ - ბათუმში საჯარო შეხვედრა გაიმართა. არაფორმალური დიალოგის ფორმატში, წარმოდგენილი იქნა ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული სავარაუდო პოლიტიკური სცენარების ვერსიები.

დოკუმენტებში განხილულია საქართველოს წინაშე არსებული შესაძლებლობები, რისკები და მათი გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და უსაფრთხოების სფეროებზე. ორგანიზატორების მიზანია, მსგავსი საჯარო განხილვებით,  სხვადასხვა ფოკუს ჯგუფის კონსოლიდაცია და ქვეყანაში ერთიანი სამოქმედო სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებით, დემოკრატიის მხარდაჭერის გაძლიერება.

„საქართველოს ევროპული ფორუმი“ - ეს არის არაფორმალური დიალოგის პლატფორმა, რომელიც 2022 წელს შეიქმნა.  მას 200-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. კამპანია ორგანიზაციას - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრტატიისთვის“ ეკუთვნის.

მეტის ნახვა