საქართველო ძველით ახალ წელს აღნიშნავს

დღეს, ღამის 12 საათზე, საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძველით ახალ წელს აღნიშნავენ. გრიგორიანულ და იულიუსის კალენდარს შორის არსებული 13 დღიანი სხვაობის გამო, მაშინ როცა, მთელს მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამქრალია, რამდენიმე ქვეყანა და მათ შორის საქართველო ისევ სადღესაწაულო სამზადისშია. მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალი წელი უფრო საოჯახო დღესასწაულია და ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება, 13 იანვრის ღამეს ისევ იშლება საზეიმო სუფრა.

მეტის ნახვა