საპროტესტო აქცია ფართობების დაკანონების მოთხოვნით

საპროტესტო აქცია იყო ტბეთის 12 ნომერში. ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტის შენობაში თვითნებურად შესახლებულები ფართობების დაკანონებას უშედეგოდ ითხოვენ. იმის გამო, რომ წლების წინ ტერიტორიაზე უკანონოდ დასახლდნენ, აბონენტებად ვერ რეგისტრირდებიან და კომუნალური სევისებითაც ვერ სარგებლობენ. დეტალებს თეო ფუტკარაძე გიამბობთ ერთ საათში. 

ია მიქელაძე, 10 წელია ოჯახთან ერთად, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. იმის გამო, რომ შენობა, სადაც ცხოვრობს, მის საკუთრებას არ წარმოადგენს, აბონენტად დარეგისტრირებას ვერ ახერხებს და კომუნალური სერვისებით ვერ სარგებლობს. წლების განმავლობაში მიღებული არაერთი დაპირების მიუხედავად, მისი მდგომარეობა არ შეცვლილა. ბოლო დაპირება, წინასაარჩევნოდ  თორნიკე როჟვაძისგან მიიღო,  თუმცა, ფაქტია, რომ სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვები, მხოლოდ, კენჭისყრის წინა პერიოდში, საზოგადოებაში კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გასცეს.

იას მსგავსად, აქ, კიდევ, 22 ოჯახი ცხოვრობს.  ყველა მათგანი, მხოლოდ, საცხოვრებლების დაკანონებას ითხოვს. იმედის მომცემი დაპირებებიდან 10 წელი გავიდა, თუმცა, უშედეგოდ. ყვებიან, რომ ერთადერთი რაც მიიღეს, ელექტროენერგიის საერთო მრიცხველია. კომერციული სახდელით განსაზღვრული შუქის გადასახადი, სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებს, ძვირი უჯდებათ.

შენობა რომელშიც საცხოვრებლების დაკანონებას ითხოვენ, ტბეთის 12 ნომერში, მდებარეობს. იგი ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტი იყო. ნაგებობა აჭარის  ეკონომიკის სამინისტროს ბალანსეა. ადგილობრივებს, საპროტესტო მსვლელობისას, აჭარის ეკონომიკის  სამინისტროსა  და მერიის წარმომადგენლები შეხვენენ.

საბოლოოდ, რა ბედი ელით ადგილობრივებს. ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, საკითხი შესწავლის ობიექტია. დავით კოპინაძის თქმით, შემდგომი ნაბიჯებიც ამის მიხედვით განისაზღვრება. ეკონომიკის სამინისტროს და მერიის წარმომადგენლები კონკრეტულ დაპირებებს არ გასცემენ და ვერც იმას ამბობენ, რა პერიოდი დასჭირდება პროცესებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კვლავ ისეთი წინადადებები მოისმინეს, რომელსაც წლებია ისმენენ. თუმცა, იმედს იტოვებენ, რომ მათი პრობლემები ამჯერად მაინც მოგვარდება.

მეტის ნახვა