სად გაითიშება ელექტროენერგია ხვალ აჭარაში?

შუქი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:

ბათუმში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  ქუჩებს: შაფათავას, ანდრონიკაშვილის, ოძელაშვილის,გ.ბრწყინვალის,პუშკინისა და მიმდებარე ქუჩებს.

ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  სოფლებს: განახლებას, ახალშენს, ავგიას,ჭარნალსა და მიმდებარე სოფლებს.

ქობულეთში -  11:00-დან 17:00 საათამდე სოფელ სახალვაშოსა და დაბა ჩაქვის ნაწილს.

ხულოში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დანისპარაულს, დიოკნისს, რიყეთს,ჩაოსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა