ახალი ამბები • 1769693544
სად გაითიშება ელექტროენერგია ხვალ აჭარაში?
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ბათუმში - 12:00-დან 16:00 საათამდე ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩასა და ზღვისპირა პარკს. ასევე ადლიისა და ანგისის დასახლებების ნაწილს.
ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: აჭარისაღმართს, ჩხუტუნეთს, ქედქედსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლებების ნაწილს.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ციხისძირს, ხუცუბანს, ჭახათს, კოხს, ოჩხამურსა და მიმდებარე სოფლებს.ქ.ქობულეთში: რუსთაველის, კომახიძის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
შუახევში - 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ფურტიოს, ნიგაზეულს, ბუთურაულსა და ბარათაულს.
ხულოში - 10:30-დან 17:00 საათამდე სოფლებს: ხიხაძირს, ძმაგულას, ჭერსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
R






















