ახალი ამბები • 1769693544
სად გაითიშება ელექტროენერგია ხვალ აჭარაში?
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ცეცხლაურს, წყავროკას, ლეღვას, ჯიხანჯურსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დ.აღმაშენებლის, რუსთაველის, გურამიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
ქედაში - 12:00-დან 15:00 საათამდე სოფლებს: კვაშტას, ვაიოს, გულებსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა ქედის ნაწილს.
შუახევში - 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ქიძინიძეებს, გუნდაურს, ტბეთს, წაბლანასა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში - 12:00-დან 20:00 საათამდე სოფლებს: ბეღლეთს, რიყეთს, დიოკნისსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
R






















