სააღდგომო დეკორაციების გამყიდველი ქალი ხელვაჩაურიდან

სააღდგომო დეკორაციების გამყიდველი ქალი ხელვაჩაურიდან, რომელიც ოჯახს ამ საქმიანობით არჩენს. ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ნანა საფარიძე წლებია ვაჭრობს. აღდგომის დღესასწაულისთვის უკიდურესად გაჭირვებული მოხუცი განსაკუთრებით ემზადება. ეს იმისთვის, რომ ოჯახში დამატებითი შემოსავალი შეიტანოს.

70 წლის ნანა საფარიძე ჭავჭავაძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში 30 წელზე მეტია ვაჭრობს. აღდგომის დღესასწაულამდე 2 კვირით ადრე განსაკუთრებულ მზადებას იწყებს. იმისთვის, რომ უკიდურესად გაჭირვებულმა ქალმა 6 წევრიან ოჯახში, დამატებითი შემოსავალი მიიტანოს, აპრილის დასაწყისში ჯეჯილს თესავს.

თავს ასე წვალებით ირჩენს.ამბობს, რომ  ბოლო ორი წლის განმავლობაში, მყიდველთა რაოდენობა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, განსაკუთრებითაა შემცირებული. დღის პირველ ნახევრამდე, მხოლოდ 3 ჯეჯილის გაყიდვა მოახერხა.

მომხმარებელთა რაოდენობა რომ შემცირებულია, ამას საღებავი ენდროს ყიდვით დაინტერესებულ მომხმარებელთან დიალოგი ადასტურებს

სავაჭროდ ეს ადგილი 3 საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეარჩია. მაშინ, როცა სამსახური დაკარგა და უკიდურესად გაჭირვებულ ქალს სხვა გზა არ დარჩა. ბრძოლა გადარჩენისთვის ნანა საფარიძემ სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო. მახინჯაურის მუნიციპალიტეტში, მეჯინისწყალში, სოფლად მცხოვრებს ბოსტნეული მოჰყავს და გასაყიდად მოაქვს.

აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა ამის მიუხედავად მუშაობას არ წყვეტს.

უკიდურესად გაჭირვებული თვითდასაქმებული ქალისთვის აღდგომის დღესასწაული დამატებით შემოსავალთან ასოცირდება.

მეტის ნახვა