რუსული ნავთობის იმპორტი სრულად აიკრძალება

ევროკომისია რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად კრძალავს. ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეექვსე პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა. „იმპორტის სრულად აკრძალვა არ იქნება მარტივი, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, თუმცა ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. აკრძალვა ვრცელდება მილსადენითა თუ ზღვით, ნედლსა თუ რაფინირებულ ნავთობზე.. 

მეტის ნახვა