ახალი ამბები • 1696316493
რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში? - იუსტიციის მინისტრის კომენტარი
საზოგადოება
1663862648
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვერ ასახელებს, რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში. უპასუხოდ დატოვებულ კითხვას კი, იმით ხსნის, რომ სტატისტიკა საჯაროა და ციფრები ყოველდღიურად იცვლება. რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისკენ მიუთითა. მისი მტკიცებით, სუს-ი კარგად მუშაობს და თუკი რაიმე სახის რისკი იარსებებს, მას აღმოფხვრიან.
ცნობისთვის, გუშინ, რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. პუტინის განმარტებით, ამ ეტაპზე, გაწვევა მხოლოდ იმ მოქალაქეებს ეხებათ, რომლებიც რეზერვში იმყოფებიან და აქვთ შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.
ამის პარალელურად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას. ლარსში, საქართველო რუსეთის-საზღვარზე გრძელი რიგებია.
მეტის ნახვა