ახალი ამბები • 1686038133
როდის გამოიდარებს საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
საზოგადოება
1653051188

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისს საქართველოში გამოიდარებს. ხვალ ქარი ჩადგება და შედარებით დათბება.
22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„თბილისში 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +15 +17; 21 მაისს +20 +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემზარავი შემთხვევა - შვილმა მამა მოკლა
1683875927
მეტის ნახვა