როდის გამოიდარებს აჭარაში? - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამინდი ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, წვიმიანი ამინდი აჭარაში, დღის ბოლომდე შენარჩუნდება, ნავარაუდევია ნალექის გაძლიერება და ძლიერი ქარი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.

სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმის ინტენსივობა ხვალ შესუსტდება. ჰაერის ტემპერატურა 13-15 გრადუსამდე იქნება. არამდგრად ამინდს ვარაუდობენ მაღალმთიან რაიონებშიც, სადაც მოსალოდნელია წვიმა თოვლის სახით [თოვლჭყაპი]. 

უკვე 21 მაისიდან დარგის სპეციალისტების შეფასებით, გამოიდარებს და ჰაერი 20-22 გრადუსამდე დათბება. მზიანი ამინდი იქნება 22 მაისსაც, ჰაერის ტემპერატურა და 28 გრადუსამდე აიწევს.

მეტის ნახვა