რით დაგამახსოვრდათ 2021 წელი?

რით დაამახსოვრდათ გასული წელი მოქალაქეებს და აუხდათ თუ არა 2020 წელს ჩანაფიქრი სურვილები. ადამიანებს პოზიტიური მოვლენების გახსენება უჭირთ, ამის მიუხედავად იმედს არ კარგავენ, რომ მიმდინარე წელი, უკეთესი იქნება. ვის რა ოცნება აუხდა და რით დაამახსოვრდათ გასული წელი. ვნახოთ სიუჟეტი.

ერთადერთი პოზიტიური, რაც ბათუმში მცხოვრებ მოქალაქეს გასული წლიდან ახსენდება, შვილის შეძენაა. ამბობს, რომ დედობით მინიჭებულმა  სიხარულმა ყველა პრობლემა დაჩრდილა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს, გასულ წელში მომხდარი პოზიტიური ამბების გახსენება უჭირთ,  მათ ცხოვრებაში იყო მოვლენები, რითაც თავი ბედნიერად იგრძნეს.

გამოკითხულ მოქალაქეთა შორის,  არ აღმოჩნდნენ ადამიანები, ვისაც გასულ წელს,  ოცნებები აუხდათ. თუმცა, იხსენებენ კონკრეტულ საკითხებს რითაც 2021 კარგად დაამახსოვრდათ. ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პანდემიამ მათ ყოფაში  წარუშლელი კვალი დატოვა. რაც ახლობლების ან ოჯახის წევრის დაკარგვაში გამოიახტება. არიან ადამიანები, რომლებსაც უხარიათ, რომ ვერაგ ვირუსს გადაურჩნენ.

პანდემიასთან ერთად, მოქალქაეებს გასულმა წელმა სიღარიბე დაუტოვა. ამბობენ, რომ 2021 წელი  უმუშევრობასთან  ბრძოლის წელი იყო. ამყველაფერს კი, სხვადასხვა პროდუქტის გაძვირება და საწვავზე საგრძნობლად მომატებული ფასები, კიდევ უფრო, ამძიმებდა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ორი არჩევნები გამოაირეს, მოქალაქეებს, ცხოვრების გაუმჯობესების იმედები გაუცრუვდათ.

ოცნება, რომ ყოველდღიურობა  უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მხოლოდ ოცნებად დარჩა. ზოგისთვის თვითმმართველ ქალაქში კენჭისყრის შედეგი სასურველი იყო, ზოგისთვისთვის კი, არჩევნების არსმაც მნიშვნელობა დაკარგა. ნაწილისთვის, 2021 წელი, მიხეილ საკაშვილის საქართველოში დაბრუნებით იყო დასამახსოვრებელი.

ფაქტია, რომ გასული წელი,  მოქალაქეებისთვის, რთული იყო. გაღატაკებულ ადამიანებს განსაკუთრებული ოცნებები აღარ აქვთ. ახალი წლისგან, მხოლოდ, ჯანმრთელობას, ეპიდვითარების დასტაბილურებას და სიდუხჭირისგან თავის დაღწევას ელოდებიან. 

მეტის ნახვა