რა პირობებში უწევთ მოქალაქეებს საქართველო თურქეთის საზღვრის კვეთა?

უწყვეტი რიგები დღის ნებისმიერ მონაკვეთში, გამორთული კონდინცირების სისტემა და მებაჟეების არასრული შემადგენლობა - ასეთ გაუსაძლის პირობებში უწევთ მოქალაქეებს საქართველო თურქეთის საზღვრის კვეთა. ამბობენ, რომ ანალოგიური სიტუაცია ბოლო რამდენიმე დღეა უცვლელია. რიგში დგომა მეტწილად ერთ საათზე მეტხანს უწევთ, რის გამოც ხშირია სიტყვიერი დაპირისპირებაც.

თურქეთის საკონსულოში TV25-ს უთხრეს, რომ შესაბამისი უწყებები პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.

მეტის ნახვა