რა ღონისძიებები გაიმართება ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად? - ჩამონათვალი

ბავშვთა დაცვის დღე

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ბათუმში, ღონისძიებებია დაგეგმილი.

განრიგი ასეთია:

11:00 საათზე - ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლეში გაიმართება შოუ-პროგრამა ფიგურულ ციგურაობასა და ყინულის ჰოკეიში.

12:00-დან 19:00 საათამდე, ბათუმის ცენტრალურ პარკსა და დელფინარიუმის მიმდებარედ, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება: ინსტალაციებით მორთული პარკი, საბავშვო თამაშები, კოსტიუმირებული ანიმატორები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა წიგნის კუთხეში საბავშვო ლიტერატურის გამოფენა საბავშვო ნახატების გამოფენა ზღაპრის გმირები, კოსტიუმირებული მსახიობები - დისნეი, ჯამბაზები, ოჩოფეხები, მეკობრე და სხვა ხეზე მოწყობილი სპეციალური ვერანდები და ჰამაკები სამახსოვრო ფოტოების გადაღება სპეციალურად მოწყობილ სტენდებთან საბავშვო დიზაინით შეფუთული გიფის აპარატი.

13:00-17:00 - ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბავშვებს უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი. მთელი დღის განმავლობაში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება.

14:00-21:00 - ცენტრალურ პარკში ჩატარდება საბავშვო კონცერტი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ცენტრებისა და სტუდიების მონაწილეობით.

ინფორმაცია ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა