ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

საზეიმოდ აინთო ქობულეთის მთავარი ნაძვის ხეც, რომელმაც აჭარაში, ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე, საშობაო ბაზრობაა გახსნილი, სადაც ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. განთავსებულია კვების ობიექტებიც.

ადგილობრივთათვის დაგეგმილია კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც 6 იანვარს გაიმართება. საახალწლო პროგრამა ცენტრალურ მოედანზე, 14:00 საათზე დაიწყება და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

მეტის ნახვა