ქალი, რომელმაც 30 წლის ასაკში ცხოვრება ახლიდან დაიწყო - ძალადობას გაქცეული 2 შვილის დედის ისტორია

გიყვებით ისტორიას ქალზე, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ქორწინებაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. საერთო შვილების ყოლის მიუხედავად, ქალმა ნახევარი წლის წინ მეუღლესთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო და პროფესიის, მეგობრების, ახლობლების დახმარებით ცხოვრება ახლიდან დაიწყო. 30 წლის მარიამ რომანაძე მედდაა და მრავალი სირთულის მიუხედავად, სამედიცინო სფეროში რეალიზებით თავს ბედნიერად გრძნობს.

მარიამი 30 წლისაა. ოჯახი წლების წინ შექმნა. ცხოვრება იმ ადამიანს დაუკავშირა, ვინც ძალიან უყვარდა. გვიყვება, რომ მაშინ, მათი ურთიერთობა განსაკუთრებული ეგონა, თუმცა, შვილების გაჩენის შემდეგ სიტუაცია, ნელ-ნელა, შეიცვალა. კაცისგან, ვისაც საკუთარი ბედი ანდო, მოძალადე ქმარი შერჩა. თავიდან სიჩუმე არჩია, მაგრამ, ბოლოს მიხვდა, რომ ბავშვებისთვის უკეთესი, ქმართან დაშორება იყო.

მარიამს ყოფილი ქმრისგან, ორი შვილი ჰყავს და ბავშვებს. ერთს ერთი მშობელი, მეორეს კი - მეორე ზრდის. იმისთვის, რომ განქორწინების გადაწყვეტილება მიეღო, ბევრი იფიქრა. დარწმუნებულია, რომ ასე შვილებს ტრავმას, ნაკლებად მიაყენებს. ეშინოდა საზოგადოების დამოკიდებულებების, თუმცა, ხალხის მხარდაჭერამ და ორგანიზაციების თანადგომამ უშველა.

მარიამი რეანიმაციული განყოფილების მედდაა. დაახლოებით 10 წელია, რაც ამ სფეროში მუშაობს.  უყვარს საკუთარი საქმიანობა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან სტრესული, შრომატევადი და დაბალანაზღაურებადია. როგორც ამბობს, პროფესია განსაკუთრებით  დაეხმარა იმაში, რომ ცხოვრების მძიმე ეტაპზე, დეპრესიას არ მისცემოდა. იქედან გამომდინარე, რომ განქორწინების შემდეგ, მარტოხელა დედა ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა, გადაწყვიტა დამატებით პროეფიას დაეუფლოს. არჩევანი ფსიქოლოგიაზე შეაჩერა.

ყველას, ვინც სტერეოტიპული მიდგომების გამო, მოძალადე ქმართან ჩერდება, ურჩევს, რომ თავს გადააბიჯონ. მიაჩნია, რომ სირთულეების დასაძლევად, აუცილებელი პირობა, ქალისთვის, პროფესიაში რეალიზებაა.

ძალადობას გაქცეული 2 შვილის დედა ბედნიერებას ახლა ბავშვებსა და პროფესიაში ხედავს.

მეტის ნახვა