პენსია იზრდება

მომავალი წლიდან პენსია იზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარი იქნება.

მაღალმთიან დასახლებებში კი, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის 312, ხოლო 70 წელს ზემოთ, 360 ლარი იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44 ლარიანი დახმარებაც 100 ლარამდე გაიზრდება.

მეტის ნახვა